საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება დაამტკიცა. დებულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ერთი-ერთი ფუნქცია ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ბრენდების თაობაზე კონცეფციის შემუშავება იქნება.
დებულების თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში შედის უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. ასევე საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, პოპულარიზაციისთვის ღონისძიებების განხორციელება და ქვეყნის პოტენციალის საზღვარგარეთ წარდგენა.
აღნიშნული ახალი სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.