ხვალ, 19 აპრილს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გახსნის კონფერენციას - "ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრებისთვის". კონფერენცია "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, მაჭავარიანის გარდა, კონფერენციაზე სიტყვით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი, დოქტორი მარსინ ვალეცკი გამოვა.
ღონისძიების მონაწილეები საპარლამენტო ეთიკის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებს განიხილავენ.