აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა საქართველოში ჰილარი კლინტონის მომავალი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობისას კლინტონი ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაზე და მისი გაგრძელების პერსპექტივაზე ისაუბრებს. ამის შესახებ ბასმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.
"ველით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისაუბრებს ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაზე და მისი გაგრძელების პერსპექტივაზე", _ განაცხადა ბასმა.
ელჩმა ქართველებს ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"საქართველოს წვლილი ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში უმნიშვნელოვანესია, რის გამოც ქართული მხარის მადლიერი ვართ", _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.