ბრიუსელში მიმდინარე ,,ნატოს" მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე საათში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
ჰილარი კლინტონთან შეხვედრამდე კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის კოლეგებთან შეხვედრები გამართა.
"დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. Uპირველეს ყოვლისა ეს არის ჩიკაგოს სამიტისთვის მზადება. ის მოლოდინები და გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსახორციელებელი მოკავშირეებთან ერთად. Mმეორე ეს არის ის ღონისძიებები, რაც არის განსახორციელებელი 2014 წლამდე, როდესაც კოალიცია აპირებს ავღანეთიდან გამოსვლას და ავღანეთის არმია, უშიშროება და სამართალდამცავები აიღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას ავღანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.