ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მიწების მფოლებელბი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.
კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მფლობელობაში თუ საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით.
პროექტის მიხედვით, აღნიშნული გარემოებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით უნდა დადასტურდეს, ხოლო ამ შეღავათით სარგებლობის წესს, კანონის ამოქმედების შემდეგ ფინანასთა მინისტრი განსაზღვრავს.
კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.