ბრიუსელეში მიმდინარე ,,ნატოს" მინისტერიალი გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გახსნა. Mმან სიტყვით გამოსვლისას ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
,,ჩიკაგოს სამიტამდე ერთი თვე გვაშორებს. ჩიკაგოში კიდევ ერთხელ აღნიშნავთ აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას. გავაძლიერებთ ტრანსატლანტიკური ქვეყნების მხრადაჭერას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩიკაგოში ჩვენ ასევე განვიხილავთ ავღანეთის საკითხს. რამდენიმე დღის წინ ავღანეთში თავდასხმები განხორციელედა, თუმცა უშედეგოდ. ავღანეთის მტრები უსაფრთხოების ძალებმა დაამარცხეს. Eეს აჩვენებს, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები თავს ართმევენ ნებისმიერ სირთულეს. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის მხარდაჭერას 2014 წლის შემდეგაც", _ განაცხადა ,,ნატოს" გენერალურმა მდივანმა Aანდრეს ფოგ რასმუსენმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში მიმდინარე ,,ნატოს" მინისტერიალს, საქართველოს დელეგაციაც ესწრება.
საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.