გაზეთების, ჟურნალების და მათთან ერთად შეფუთვაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებაზე, საგადასახადო შეღავათი წესდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.
კერძოდ, კანონპროექტით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობის მუხლს, ახალი ქვეპუნქტი ემატება.
მოქმედი კოდექსით, საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, გაუცემლობა ან ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, ჯარიმდება.
კანონპროექტით კი დგინდება, რომ პასუხისმგებლობა არ გავრცელდება გაზეთების, ჟურნალების და მისი გამომცემლის მიერ მასთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.