საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კორნელია პიპერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანისას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
"დელეგაცია იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ დელეგაცია სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად.Aამავდროულად, რასაკვირველია, არის პოლიტიკური სიგნალი ქალბატონი ჩამოვიდა მინისტრის ვიზიტის უშუალოდ შემდგომ, რათა დამატებით გავაღრმავოთ ჩვენი დიალოგი. მოვიცვით ურთიერთობების სპექტრი, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი. შევეცადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, საარჩევნო კლიმატის გარშემო. საქართველოში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინი კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს გერმანისთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს.
,,ჩვენ გერმანიისგან ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში და იმედი მაქვს, სწორედ ამ კუთხით გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა", _ განაცხადა ნინი კალანდაძემ.
შეგახსენებთ, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოფიციალურ შეხვედრას გამართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრში შაშკინთან.
კორნელია პიპერი საქართველოს 19 აპრილს დატოვებს.