ირანის არმია მზადაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რეგიონის სახელმწიფოთა დახმარებით რეგიონალური უშიშროების მისაღწევად. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა.
მაჰმუდ აჰმადინეჯადმა სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ უშიშროება დამყარებული გახდება რეგიონის მთავრობათა და ხალხების ერთობლივი ძალისხმევით, რომ ამ მიმართულებით უცხო ძალთა ყოფნას უთანხმოების და დაძაბულობის გარდა სხვა შედეგი არ მოჰყვება.
"ირანის არმია ირანის მიწა-წყალზე მტრის ნებისმიერ შესაძლო აგრესიასა და თავდასხმას საკადრო პასუხს გასცემს", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.