დღეს 15.00 საათზე „ქრისტაინ-დემოკრატების" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები „უდარის" დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან.
ამის შემდეგ 18.00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" და „უდარის" დელეგაციის შეხვედრა გაიმართება.
19 აპრილს, 16.00 საათზე უკრაინელები საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან, სადაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებს შეხვდებიან.
„პარტია „უდარი" და მისი ლიდერი ვიტალი კლიჩკო საქართველოში სწორედ „ქრისტიან-დემოკრატების" მოწვევით ჩამოდიან.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკურ პარტიასთან და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა ქართველი „ქრისტიან-დემოკრატების" საქმიანობა გავაცნოთ უკრაინელ მეგობრებს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.