ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე რიგაში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. რუხაძემ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის ქრისტიან-დემოკრატიული ხედვა გააცნო. მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე და ამ პროცესში ევროკავშირის როლზე გაამახვილა. გამოსვლის დასასრულს კი გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდის ეკონომიკურ პროგრამაზეც ისაუბრა.
" სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელმა, რომელიც ქრისიტან-დემოკრატიული პოლიტიკური იდეოლოგიის პირმშოა, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული და განადგურებული გერმანია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა და ქვეყანა აღმავლობის გზაზე დააყენა. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ეკონომიკურ პლატფორმა მიესადაგება აღამოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს ყველაზე მეტად" - განაცხადა რუხაძემ.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელის მთავარი თემაც სოციალური საბაზრო ეკონომიკაა, ქალაქ რიგაში "ლატვიელი ქრისიტიან-დემოკრატების", "კონრად ადენაუერის ფონდისა" და "ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის" ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 20 ზე მეტი ქრისიტან-დემოკრატიული და მემარჯვენე პარტიის ლიდერი ესწრება. დაგეგმილია შეხვედრები "ლატვიელი ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერთან, "ევროპის ქრისიტიან-პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარესთან და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქრისტიან დემოკრატიული პარტიების სხვა ლიდერებთანაც, რის შემდეგაც ქრისტიან დემოკრატების საერთაშორისო მდივანი ვიზიტს ჰოლანდიის დედაქალაში, "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის"მიწვევით გააგრძელებს.