შემოსავლების სამსახური დღეიდან ჩეკების გათამაშებას იწყებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი შესყიდვით მიღებული სალარო აპარატის ქვითარი გათამაშებაში ჩაერთვება.
მომხმარებლებს 10-დან 50 000 ლარამდე თანხის მოგება შეეძლებათ.
ჩეკის მფლობელს მოგების გადამოწმება ჩეკზე მითითებული უნიკალური ექვსნიშნა და რვანიშნა კოდების მიხედვით შეეძლება.