დღეს ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთის არმიისა და პოლიციის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.
დაფინანსება გათვალისწინებულია საერთაშორისო ძალების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდგომი პერიოდისთვის. ეს არის ერთ-ერთი მოსამზადებელი შეხვედრა მაისში, ჩიკაგოში გასამართ ნატოს სამიტამდე.
სავარაუდოდ, ჩიკაგოს სამიტზე გამოქვეყნდება საბოლოო შეთანხმება ავღანეთის არმიისა და პოლიციის დაფინანსების მოცულობაზე.
ნატოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყანაში კონტროლის გადეცემა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის 2014 წელს დაიწყოს.