ქვესადგურში "სოლოლაკი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს 10 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, წავკისის, შინდისის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, ჩიტაძის, ინგოროყვას, დადიანის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, გუდიაშვილის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, ქვესადგურში "მახათა" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თემქის IV; IX; X; XI მიკრორაიონების, ხევძმარის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ფეიქრების, წყალსადენის, ცოდნისკარის, საჩხერის, შატილის, ურეკის, ტყიბულის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო, ქვესადგურში "ღრმაღელე" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის, ღრმაღელის, ჭყონდიდელის, ნინუას და წიწამურის ქუჩებზე მდებარე ორგანიზაციებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება