საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური ლიდერის ანდრეი სანიკოვისა და ოპოზიციური აქტივისტის დმიტრი ბონდარენკოს გათავისუფლებას პატიმრობიდან.
სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფაქტი განაპირობებს ბელარუსის ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგის განახლებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში მისი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და შემდგომ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების პროცესს.