"საქართველოს გზა" ქართველ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს
პარტია "საქართველოს გზა" გმობს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე პროფესიული მოვალეობის მიზნით მყოფი ქართველ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
როგორც "საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
"მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების მიმართ დაუშვებელია ძალადობა და უკრაინელმა სამართალდამცავებმა ობიექტურად უნდა გამოიძიონ ინციდენტი და პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა", _ აცხადებს ზურაბიშვილი.