"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სახალხო დამცველის უფლებების გაზრდას მოითხოვს.
კერძოდ, ბარათურია "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილი იქნება გამოძიების მიმდინარეობაზე მონიტორინგი განახორციელოს.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ომბუდსმენის მოთხოვნის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებული იქნება წინასწარი გამოძიება დაიწყოს.
ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.