"ქრისტიან-დემოკრატები" პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს შეიმუშავებენ. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის,, მთელი ისტორია ემსახურება იმ პრიორიტეტებს, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეშია ასახული და მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომაც უფრო სერიოზულად უნდა შეხედონ აღნიშნულ საკითხებს.
თარგამაძის შეფასებით, ეპისტოლეში ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის, კაბალური კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პატიმართა უფლებებისა და სხვა პრობლემებს, თუმცა ყველაზე მნიშვნლეოვანი იყო ის საკითხი, რაც ზნეობრიობას უკავშირდება.
,,ჩვენს მიერ თითქმის უკვე შემუშავებულია საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებეათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ისეთ ნორმებს, რომ თავისუფლება წინააღმდეგონაში არ მოდიოდეს ზნეობრიობასთან. ,,ქრისტიან-დემოკრატებისათვის,, სრულიად მიუღებელია სოდომისტური ცოდვით დაკავებული ადამიანების ისეთი ტირაჟირება, როგორც ამას ადგილი აქვს ნაციონალური ტელევიზიების მიერ,, - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ,,ქრისტიან-დემოკრატების,, მიერ შემუშავებული ყველა საკანონმდებლო წინადადება ევროპულ საკანონმდებლო პრაქტიკასთან იქნება მისადაგებული და არ დაარღვევს დემოკრატიულ პრინციპებს.
რაც შეეხება ბუდაბარის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, თარგამაძის თქმით, მთელს მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, რომ მსგავსი დაწესებულებები ან საერთოდ აკრძალულია, ან გამოყოფილია ადგილი რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან მოშორებით.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიცირებას ,,ქრისტიან-დემოკრატები,, პარლამენტში მომავალ კვირას გეგმავენ.