ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი სასამართლოსაგან გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს. პროცესის მეორე დღეს ტერორისტმა წერილობითი განცხადება წაიკითხა და აღნიშნა, რომ მზადაა მსგავსი თავდასხმები კიდევ ერთხელ გაიმეოროს.
ბრეივიკი აცხადებს, რომ ნორვეგიას ლიბერალური იდეოლოგია ღუპავს და ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე თავდასხმების მოწყობით მან ქვეყანა და ხალხი სწორედ ამ იდეოლოგიისგან დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ ბრეივიკს 77 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.