"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" საჩხერის ოფისის გახსნისას მიმართა პოლიციას, ნუ ემორჩილებიან მიხეილ სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს.
ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ უკანონობაზე ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.
"დაიცავით კანონიერება, რამეთუ მალე მოძალადე და მშიშარა სააკაშვილი ვეღარ დაგიცავთ. მოგიწევთ პასუხი აგოთ კანონის წინაშე. მდგომარეობა დღეს პრინციპულად შეცვლილია, ჩვენ გავძლიერდით სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად და სააკაშვილი ნელ-ნელა უკან იხევს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.