ოქტომბერში ჩვენი ოცნების მხოლოდ მცირე ნაწილი ასრულდება, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" საჩხერის ოფისის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრის შემდეგ კიდევ ბევრი იქნება გასაკეთებელი.
"ჩვენ უნდა გადავანაწილოთ სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებები. უნდა მოხერხდეს ის, რომ ყველაფერი ცენტრიდან არ იმართებოდეს. უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ უნდა ჰქონდეთ იმდენი უფლებები, რამდენის განხორციელებასაც შეძლებენ. საქართველოს პარლამენტი უნდა გათავისუფლდეს ძალადობისგან და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან პარლამენტის დანიშნულება რეალურად ისეთი კანონების მიღებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.