ოსლოს სასამართლოში ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი განახლდა, თუმცა დარბაზში მოსამართლეებისა და განსასჯელის შესვლისთანავე სხდომა შეჩერდა. პროცესზე ერთ-ერთი მოსამართლის მიკერძოებულობის საკითხს განიხილავენ, რომელმაც გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ ბრეივიკი სიკვდილით დასჯას იმსახურებს.
სხდომის განახლების შემდეგ ანდერს ბრეივიკი მოსამართეებს ჩვენებას მისცემს. ამ დროს დარბაზიდან პროცესის ტრანსლაცია შეწყდება. ნორვეგიელი ტერორისტი, რომელმაც ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე განხორციელებული თავდასხმაბის შედეგად 77 ადამიანი იმსხვერპლა მკვლელობებს აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ბრეივიკის განცხადებით მან ტერაქტები მულტიკულტურული შეხედულებებისა და ისლამისგან ნორვეგიის დაცვის მიზნით მოაწყო.