ქვესადგურში `ღრმაღელე" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს 10 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის, ღრმაღელის, ჭყონდიდელის, ნინუას და წიწამურის ქუჩებზე მდებარე ორგანიზაციებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
ხოლო 19 აპრილს 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: თორნიკე ერისთავის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, თმოგვის, ქართლის, ლომთათიძის, ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.