ქვესადგურში `მახათა" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 აპრილს 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თემქის IV; IX; X; XI მიკრორაიონების, ხევძმარის, სარაჯიშვილის, თიანეთის, შეშელიძის, ფეიქრების, წყალსადენის, ცოდნისკარის, საჩხერის, შატილის, ურეკის, ტყიბულის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.