პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვაშინგტონში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ეხმიანება. მანანა მანჯგალაძის თქმით, ქარტიის ფარგლებში საქართველოში გატარებულ ცვლილებებზე ისაუბრებენ.
,,როგორც იცით, ვაშინგტონში მიმდინარეობს აშშ და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები. ქარტიის ფარგლებში ოთხი ჯგუფი მუშაობს, ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა, დემოკრატიული თანამშრომლობის ჯგუფი და ხალხთა შორის ურთიერთობის. ამჟამად ვაშინგტონში დემოკრატიული თანამშრომლობისა და განვითარების ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში დგას ქარტიის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შეფასებდა. ესაა შეჯამება საქართველოში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო წლის სამოქმედო გეგმის ერთგვარი გაწერა ", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.