ზურაბ ნოღაიდელი: საზოგადოება მალე სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს იხილავს
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ მას კუდ-ის თანამშრომლები ლიკვიდაციით ემუქრებიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია _ კუდ-ის თანამშრომლები იმუქრებიან, რომ ხალხი მალე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ნეკროლოგს წაიკითხავს.
"საზოგადოება ჩემსას არა, მაგრამ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს და საბრალდებულო დასკვნას, მართლაც მალე იხილავს. ამ ხალხს ხელისუფლებიდან გავყრით, რის შემდეგაც სააკაშვილი და მერაბიშვილი საქართველოს გუშინდელ დღედ იქცევა, ჩვენ კი ხვალინდელი დღე ვიქნებით", _ აცხადებს ნოღაიდელი.