ირანის ისლამური კულტურის მინისტრმა ბაქოში საჰარის ადგილობრივი კორესპონდენტის გათავისუფლებაზე ხაზგასმით აზერბაიჯანის მთავრობას ირანელი ჟურნალისტებისადმი თავისი პოლიტიკა შეცვალოს. სეიედ მოჰამად ჰოსეინიმ ნარკოტიკების ტარების უსაფუძვლო საბაბით ირანის საერთაშორისო არხ საჰარის კორესპონდენტის ანარ ბაირამლის დაკავებასთან დაკავშირებით დასძინა ირანი თავისი მეზობელი ქვეყნებისგან მსგავს ქმედებებს არ მოელის.
აზერბაიჯანში ისლამისტების მესამედ დაკავების პარალელურად ბაქოში საჰარის კორესპონდენტი ანარ ბაირამლი და მისი მძღოლი რამილ დადაში დააკავეს ადგილობრივი სამართვალდამცველი ძალების მიერ და როგორც მათი ნათესავები აცხადებენ პოლიციაში გადაყვანის შემდეგ მათ ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ბაქოში ირანის საელჩომ მომხდართან დაკავშირებით ბაქოს მთავრობისადმი ასეთი ბრალდების უარმყოფელი მეტად კრიტიკული წერილის გაგზავნით დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ირანის საელჩომ გააკეთა გაფრთხილება , რომ ასეთი ქმედება უთუოდ უარყოფითად იმოქმედებს ირან-აზერბაიჯნაის ურთიერთობებზე. ირანელი პარლამენტარების ერთმა ჯგუფმაც დაგმო რა აზერბაიჯანის ასეთი პოლიტიკა თეირანის სერიოზული რეაგირება მოითხოვა მსგავსი ქმედებების მიმართ.