სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
"დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი. აუცილებელია სპეციალური სამსახურების მობილიზება და მათი ინტეგრირებული საქმიანობა, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ დაავადების, ისე ჩ ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე დაავადებულებში - დროული მკურნალობა", - ბრძანებს პატრიარქი.