აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში და განმარტავს, რომ ეს კანონი ნიშნავს, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.
"პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა", - ბრძანებს პატრიარქი. .