ირაკლი ალასანიამ სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში მცხოვრებ კუპრეიშვილების მრავალშვილიან ოჯახს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
"დღეს წინასააღდგომოდ ერთ-ერთი ძლიერი და ქართული ოჯახი მოვინახულე - მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც მართალია, დიდი ყურადღება აღმოუჩინა "იავნანამ" და გამოუყო სახლი, მაგრამ აუცილებელია ქვეყანაში შევიმუშაოთ პოლიტიკა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს უზრუნვეყოფენ მხარდაჭერით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე დამოკიდებული და მათ გულისხმიერებაზე. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, იმიტომ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია საართველოში, რომ მე აუცილებლობას ვხედავ, რომ სპეციალური პროგრამა შედგეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალურად დაცული იყვნენ ეს ოჯახები ყველგან. მე კიდევ ერთხელ მივულოცე ამ ოჯახს აღდგომა და ასევე ყურადღება და თანადგომა გამოვუცხადე მათაც და დავარწმუნე, რომ მომავალში სახელმწიფო იზრუნებს ამ ადამიანებზე, ასეთ ოჯახებზე და მიეცემა მაგალით სხვასაც და ჩვენც ყველას, რომ გვაყვდეს მეტი შვილი და საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა სწრაფად შემოვატრიალოთ", - განაცხადა ალასანიამ.