აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საქალაქო ტრანსპორტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
დედაქალაქის მეტროპოლიტენი მუშაობას სამი საათით გაახანგრძლივებს და 03:00 საათამდე იმუშავებს. 00:00 საათიდან 03:00 საათმდე მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
15 და 16 აპრილს კი დამატებითი რეისები დაინიშნება სასაფლაოების მიმართულებით. ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
,,შაბათს მეტროს მუშაობა დამატებით გახანგრძლივდება სამი საათით და დამატებულ სამ საათს მეტროს მომსახურება განხორციელდება უფასოდ. ასევე კვირას და ორშაბათს, დანიშნება სპეციალური ექვსი მარშუტი სასფლაოების მიმართულებით, სადაც ჩართული იქნება 80 ავტობუსი. სასაფლაოების მიმართულებით მომსახურება განხორცილდება უფასოდ", _ განაცხადა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ