ბრიტანელი 600 ბავშვის მშობელი გახდა. მამაკაცთა შორის ნაყოფიერების მხრივ ბრიტანელმა მეცნიერმა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
ასეთი მიღწევა შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ მეცნიერი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკის ხელმძღვანელი და 20 წლის განმავლობაში სპერმის საიდუმლო დონორი იყო.
ბრიტანელი ექიმი ბერტოლდ ვიზნერი 1972 წელს გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის სპერმის საიდუმლო დონორი იყო (1940 წლის დასაწყისიდან 1960-იან წლებამდე) კლინიკაში, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევდა, დაფეხმძიმებულიყვნენ მამაკაცისგან მაღალი IQ-თი.
აღსანიშნავია, რომ ვიზნერის მეუღლემ რომელიც კლინიკის გახსნის ინიციატორი იყო, არაფერი იცოდა მეუღლის ნაყოფიერების შესახებ- მეცნიერი მას ეუბნებოდა, რომ სპერმას დონორებისგან იღებდა.
ექიმის უნიკალური ნაყოფიერება კანადელმა კინორეჟისორმა ბარი სტივენსმა და ლონდონელმა ადვოკატმა დევიდ გოლანცმა გამოავლინეს. მათ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ერთი და იმავე ადამიანის ბიოლოგიური შვილები არიან. ისინი დაინტერესდნენ, მამის "თავგადასავლებით" და კიდევ 18 ადამიანი იპოვეს, რომლებიც ვიზნერის კლინიკაში დაიბადნენ. მათგან 12 მისი შვილი აღმოჩნდა.
"თუ გავითვალისწინებთ ბავშვების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელს, რომლებიც ცოცხალი იბადებიან, ტყუპების გაჩენას და მუცელს მოწყვეტილს, ვვარაუდობ, რომ ვიზნერმა, სულ მცირე, სიცოცხლე 300 ბავშვს აჩუქა, შესაძლოა 600-საც"- Life News-ს მოჰყავს გოლანცის სიტყვები.
სტივენსი ვარაუდობს, რომ ვიზნერის თესლისგან დაბადებულთა რიცხვმა ათას გადააჭარბა.
შეფილდის უნივერსიტეტის ექსპერტის მამაკაცთა ნაყოფიერების დარგში ალან პეისის სიტყვებით - ასეთი გათვლები სავსებით რეალურია - ჯანმრთელ მამაკაცს წელიწადში შეუძლია გენეტიკური მასალა 50-ჯერ ჩააბაროს.
აქამდე რეკორდსმენად სპერმის დონორთა შორის, რომლებიც მრავალშვილიანი მამები გახდნენ, აშშ-ს ერთ-ერთი მცხოვრები მიიჩნეოდა. მამაკაცმა ბიოლოგიურ და-ძმად დაახლოებით 150 ადამიანი აქცია.