ექსპერტ კახა გოგოლაშვილს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იულია ტიმოშენკოს გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო-უკრაინის სამომავლო ურთიერთობების პროგნოზირება უჭირს.
"ძნელია პროგნოზის გაკეთება, რადგან ტიმოშენკოს ფიგურა საიდუმლოებითაა მოცული. მას ახასიათებს უცნაური მოქნილობა პოლიტიკაში, პრინციპებს ხშირად იცვლის, ვერ გაიგებ, ვისი მომხრეა, არ ვიცით, საითკენ შეიცვლება რეალურად მისი ვექტორი, თუკი ხელისუფლებაში მოვა", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მისი აზრით, "გაცილებით ადვილად შეიძლება იმის პროგნოზირება, რას მოიმოქმედებს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვიქტორ იანუკოვიჩი, ვიდრე იმავე ვითარებაში ტიმოშენკო".