ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის. სასულიერო პირების თქმით, ხატს სისხლი 9 აპრილიდან სდის.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მსხალგორის გამგებელმა მალხაზ მაჭარაშვილმა განუცხადა, ეკლესია მშენებარეა და ნეკრესის ეპისკოპოსმა სერგიმ გასული წლის ბოლოს აკურთხა.
ფოტოები კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი მოსიაშვილმა მოაწოდა. www.ick.ge-ზე ვიდეომასალაც განთავსდება.