დღეს სირიაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, ბაშარ ასადის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" სირიაში მყოფ აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასე ცდილობდნენ ისინი დემონსტრანტების დაშლას. მართალია, რამდენიმე გასროლა ჰაერში განხორციელდა, მაგრამ ადამიანები მაინც მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს კიდეც.
დემონსტრაციები ზოგადად, პარასკევის ლოცვის შემდეგ იმართებოდა. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ პარასკევის ლოცვები გახდებოდა შემოწმება იმისა, თუ რამდენად შეძლებდა ასადის რეჟიმი დაზავების შენარჩუნებას.
შეგახსენებთ, რომ ამ დილიდან გუშინ დაწყებული დაზავება ბაშარ ასადისა და ოპოზიციას შორის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ისახავდა მიზნად დაირღვა. ბრძოლები და შეტაკებები მიმდინარეობდა სირიასა და თურქეთის საზღვარზე, ასევე სირიის რამდენიმე ქალაქში.
მასალის გამოყენების პირობები