გარდამოხსნის ტაძარის შუაგუულში დაბრძანებამდე წმიდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი, სადაც პილატე პონტოელის მიერ უფლის სამსჯავროზე, უფლის ჯვარზე გაკვრასა და ვნებაზე, მის საფლავად დადებაზეა საუბარი. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული 3 დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო საფლავში.
გარდამოხსნა წითელ პარასკევს სწორედ უფლის ჯვარცმასა და დაფვლას ეძღვნება.
გარდამოხსნა საკურთხევლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოაბრძანა.
გარდამოხსნაზე გამოსახულია საფლავზე დასვენებული ჯვარცმული იესო ქრისტე.
პარასკევი წლის განმავლობაში მორწმუნეებისათვის ყველაზე მძიმე მარხვის დღეა. მოძღვრის კურთხევით, ზოგიერთი მათგანი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.
სამების ტაძარში დღეს უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ცდილობს, გარდამოხსნას ემთხვიოს.