ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" ლიდერზე დოკუ უმაროვზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად რუსეთის პრემიერზე ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ორგანიზების მომზადება ედება ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტერორისტი საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.
გაზეთ" კომერსანტის" ინფორმაციით, ეს სისხლის სამართლის საქმე სხვა სისხლის სამართლის საქმიდაბ გამოიყო, რომლის მიხედვითაც დოკუ უმაროვს ჩეჩნეთის მეთაურზე რამზან კადორივზე თავდასხმაში ედება ბრალი.
დოკუ უმაროვი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო აეროპორტ "დომოდედოვოში" მომხდარ ტერაქტზე, მალევე ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. მაშინ "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.