ჯანდაცვის მინისტრის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საინფორმაციო ბანერი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდება.
ამის შესახებ, ზურაბ ჭიაბერაშვულმა მცეთის სამედიცინო ცენტრში განაცხადა, სადაც საინფორმაციო ბანერის პრეზენტაცია მოეწყო.
,,ჩვენ საქართველოს მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კლინიკაში გამოკრული იქნება საინფორმაციო ბანერები, რომელზეც განმარტებულია რა სახის სამედიცინო მომსახურება ეკუთვნით პაციენტებს სადაზღვევო პოლისის ფარგლებში. ეს ინფორმაცია როცა ექნება ჩვენ პაციენტებს, ცხადია პრეტენზიაც უფრო ნაკლები იქნება", _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.