კომპანია Apple იმ მსხვილ კომპანიათა ხუთეულში შევიდა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აშშ-ის მთავრობა Apple-ს ელექტრონულ წიგნებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე ედავება.
აშშ-ის მთავრობა Apple-თან ერთად Harper Collins-ს, Simonand Schuster-ს, Hachette BookGroup-ს, Penguin Group-სა და MacMillan-საც უჩივის, თუმცა პირველმა სამმა კომპანიამ აშშ-ის მთავრობასთან გარიგება არჩია, რათა საქმე სასამართლო პროცესამდე არ მისულიყო.
რაც შეხება Apple-ს, Penguin Group-სა და MacMillan-ს ისინი მზად არიან, სასამართლოში ბოლომდე იბრძოლონ და საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ.
Apple-ს ბრალი ედება იმაში, რომ კომპანიამ ელეტრონული წიგნების რეალიზაციისას პროდუქციის ფასები ხელოვნურად გაზარდა. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასებით მოსახლეობამ 200 მლნ დოლარით მეტი გადაიხადა. აშშ-ის მთავრობა ითხოვს, რომ მოსახლეობას ზედმეტად გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდეს და წიგნების ღირებულება გაიაფდეს. დღეისთვის Apple-ი ელექტრონულ წიგნებს 12,99 დოლარიდან 14-14,99 დოლარის ფარგლებში ყიდის, როდესაც მათი ღირებულება, მთავრობის გათვლებით, მხოლოდ 9,99 დოლარია.