მოსკოვის ნიკულინსკის სასამართლომ უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა იოსებ სტალინის შვილიშვლის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა უარყოფილიყო სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, სტალინს კატინში პოლონელი ოფიცრების დახვრეტაში მიუძღვის ბრალი.
ევგენი ჯუღაშვილის ადვკატები აცხადებენ, რომ გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს გამაჩენის სრულად გაცნობის შემდეგ მიიღებენ. სარჩელი რუსეთის ფედერალური სამსახურის საარქივო ფონდებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ვასილი ხრისტოფოლოვის წინააღმდეგ იქნა შეტანილი, რომელმაც სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთა განცხადება სტალინის თანამონაწილეობის შესახებ კატინში ოფიცრების დახვრეტის საქმეში.
შეგახსენებთ: 2010 წლის ნოემბერში რუსეთის დუმამ სპეციალური განცხადებით აღიარა, რომ კატინში პოლონელი ოფიცრების დახვრეტა იოსებ სტალინის პირდაპირი ბრძანებით მოხდა.