ხელფასების ქეშად გაცემა კანონით აიკრძალება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, ხელფასების ნაღდი ანგარისშწორებით გაცემა აიკრძალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქეშად გაცემული თანხა საერთო შემოსავლებიდან ხარჯში აღარ გაიწერება, ამის შესახებ ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შევა.
კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობამ უკვე განიხილა და კანონპროექტი სრულყოფილიო სახით მალე საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება.