ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი იმედოვნებს, რომ ავღანეთისთვის საკუთარი თავდაცვის ფუნქციის გადაცემა დადგენილ ვადებში მოხდება.
ამის შესახებ რასმუსენმა ქაბულთან ახლოს მდებარე ავღანეთის ჯარების საწვრთნელი ბაზის დათვალიერებისას განაცხადა.
ავღანეთისთვის საკუთარი ქვეყნის თავდაცვის ფუნქციების გადაცემა, როდესაც თავად ეს სახელმწიფო გახდება პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე 2014 წელს იგეგმება.
ამავე დროს, ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ავღანეთი შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, ხოლო ალიანსი 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთის სამხედრო ძალების წვრთნის პროგრამას.