უმრავლესობის წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
"ბიძინა ივანიშვილს ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ლიდერს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. Eეს თემა იყო, მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი ადრე. პოლიტიკური საკითხი ამოიწურა და მას აქვს სრული საშუალება ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ ლიდერს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში",_ განაცხადა ჟურნალისტებთან გოკა გაბაშვილმა