უმრავლესობის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე საარჩევნო თემატიკაზე არ უსაუბრიათ. Aამის შესახებ ჟურნალისტებათნ, შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
,,საარჩევნო თემაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო, იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. Kკიდევ ერთხელ ხაზსს გავუსვამ ეს საკითხებია დასაქმება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა", განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საკითხთა თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.