"ქართული ოცნების" წევრი, რომელიც გურჯაანის რაიონის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობდა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
,,ვარ ,,ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და ჩართული ვარ ამ საქმიანობაში, ფაქტიურად აგიტატორად. ვინმე ილია ოთარაშვილმა დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, რომ 15 წუთი უნდა დაგკითხოთო. Mმე გადავედი და დამკითხეს და ყველა წვრილმანი შემეკითხეს. Dდაწყებული იქიდან სად ვარ დარეგისტრირებული, პასპორტის ნომერი, რა ვიცი ყველაფერი. Mმერე 1 აპრილს თბილისდან სამსახურში მოვიდა სიები, სადაც ან უნდა შეცვლილიყო ადამიანები, ან გათავისუფლებულიყო და იქიდან ერთ-ერთი აღმოვჩნდი მე და ასე გამათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნის გამო", _ განაცხადა ქართული ოცნების მხარდამჭერმა ზურაბ თერგიშვილმა.