ოჩამჩირის რაიონში ხანძარი მძვინვარებს. აფხაზეთში მასშტაბური ხანძრის მიზეზი თბილი უქარო ამინდი გახდა. ოჩამჩირის რაიონის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს ცეცხლი მადარინისა და თხილის პლანტაციებს უკიდია. ასევე წივის ევკალიპტები.
ადგილზე მობილიებული არიან მეხანძრეები, მათ ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეები ეხმარებიან. სახანძრო მანქანების რაოდენობა არასაკმარისია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მეხანძრეები დარწმუნებული არიან, რომ ხანძრის გამომწვევი მთავარი მიზეზი - ადამიანური ფაქტორია. თბილი ამინდების გამო მოსახლეობა ბუნებაში გადის, ანთებენ ცეცხლს და მათ ტოვებენ
სოფელ გუპში უკვე დამწვარია მანდარინების პლანტაცია, ასევე დამწვარია ევკალიპტები სოფელ მოქვში და თხილის რამდენიმე პლანტაცია.