ზურაბ პოლოლიკაშვილი დიპლომატიურ საქმიანობას ანდორის სამთავროში, ალჟირსა და მაროკოს სამეფოშიც წარმართავს.
საქართველოს ელჩს, ესპანეთის სამეფოში, ზურაბ პოლოლიკაშვილს დიპლომატიური საქმიანობის წარმართვა ესპანეთის გარდა, ანდორის სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოშიც მოუწევს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულება გამოსცა.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი პარლამენტმა, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩად, 27 მარტს დაამტკიცა.
2005-2006 წლებში, პოლოლიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2010 -2011 წლებში - „საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს" გენერალური დირექტორი.
ამას გარდა, საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკას, ჩილეს რესპუბლიკასა და პარაგვაის რესპუბლიკას დაფარავს.