ახალი პარლამენტისთვის შემუშავებილი ახალი რეგლამენტის ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ახლა არავინ იცის, როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა მომავალ პარლამენტში, ახალი რეგლამენტი ობიექტური იქნება.
გოგორივილის განმარტებით, არსებულ რეგლამენტში, არ არის განსაზღვრული ამომრჩევლებთან ურთიერთობა და მათთან კავშირი, მხოლოდ მაჟორიტარების ვალდებულებაა. თუმცა, ახალი რეგლამენტით, ამომრჩეველთან ურთიერთობის ველდებულება თანაბრად ექნებათ, როგორც პარტიული სიით, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს.
,,რეგლამენტში ბევრი სიახლე იქნება, თუმცა, საპარლამენტო კომიტეტებისა და პლენარული სხდომების ჩატარების პროცედურა არ შეიცვლება. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ძალიან ბევრი იქნება და გირჩევთ, რეგლამენტი წაიკითხოთ,, - დასძინა მან.
პროექტის ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება და მას თავდაპირველად სავარაუდოდ ფრაქციები გაეცნობიან. გოგორისჰვილის განცხადებით, პარლამენტი, ახალ რეგლამენტს, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღებს.