მე გაოცებული ვარ მისი ცოდნით საქართველოს შესახებ. Mმან კონსტიტუცია გაცილებით უკეთ იცის ვიდრე, ჩვენმა ბევრმა პოლიტიკოსმა", _ აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილა აშშ-ს ყოფილი ელჩთან გაეროში ფრენკ ვიზნერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყოფილ ელჩთან გაეროში საინტერესო საუბარი ჰქონდა და მისგან კონკრეტული რჩევებიც მიიღო.
,,ძალიან რთული კითხვები დამისვა და ვიმსჯელეთ იმაზეც 2012-2013 წლებს შორის როგორი კრიზისი გველოდება ხელისუფლებისგან ჩვენი გამარჯვების შემთხვევაშიც კი. მივიღე საინტერესო რჩევები, თუ როგორ გავაგრძელოთ, ასეთივე სტილში მომავალი არჩევნებისათვის, რომ რეალურად მივიღოთ დემოკრატიული არჩევნები შემოდგომაზე", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.