პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის facebook-ის გვერდზე დღეიდან სკოლის მოსწავლეებისათვის ფოტოკონკურსი "ჩემი საყვარელი სპორტი" იწყება. (http://on.fb.me/potokonkursi)
"გადაიღეთ სურათები თემაზე „ჩემი საყვარელი სპორტი", სკოლასთან ერთად შეარჩიეთ საუკეთესო ნამუშევარი და ატვირთეთ სპეციალურ აპლიკაციაში http://on.fb.me/potokonkursi
სურათი უნდა იყოს ორიგინალური (არა ინტერნეტ სივრცეში ნაპოვნი) და უნდა წარმოადგენდეს მთლიანად სკოლას და არა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს"- ნათქვამია ნიკა გილაურის facebook-ის გვერდზე.
გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად და საშუალება ექნება აირჩიოს სამიდან ერთ-ერთი საჩუქარი: სმართბორდები, სპორტული დარბაზი ან მომავლის კლასი!